“შემახე ამნისტია”


  • დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციის  “შემახე ამნისტიას” ორგანიზატორმა ზვიად გაბედავამ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ აქციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა. “ევროპაში ვართ მესამე ადგილზე პატიმრების რაოდენობით, გვყავს უამრავი პრობაციონერი, რომელიც სამსახურს ვერ იწყებს იმის გამო, რომ პრობაციონერია. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი ადამიანებს სჭირდებათ სამსახური, ოჯახების რჩენა. უამრავი პატიმარი ზის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.  მივმართავ ყველა პატიმარს, სოლიდარობას გიცხადებთ, ბიჭებო, გოგოებო… ბევრი დედა და ქალბატონია ციხეში. მინდა, რომ მალე გამოხვიდეთ ციხიდან”-განაცხადა გაბედავამ.

აქციაზე პატიმრის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, აქცია ბათუმში უკვე გაიმართა. აქციები სხვადასხვა ქალაქში ყოველ შაბათს გაიმართება.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!