შეკრება “რუსთავი2”-ის მხარდასაჭერად


დღეს, ტელერადიოკომპანია “ოდიშთან” შეიკრიბნენ “რუსთავი2”-ის მხარდამჭერები, რომლებმაც გააპროტესტეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. შეკრებილებს შეუერთდნენ ენმ-ს  და “ევროპული საქართველოს”ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიცია  “რუსთავი2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და გამოხატეს მზაობა გაემგზავრონ თბილისში და მხარი დაუჭირონ თავისუფალ მედიას.
შეკრებილებს მიმართა ანა წითლიძემ. მან თქვა, რომ “უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის თავისუფალი მედიის დასამარება. ანა წითლიძის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის ყველა რაიონული ორგანიზაცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AErID0Y5_4k[/embedyt]

“რუსთავი2”-ის რეგიონული კორესპონდენტი ემა გოგოხია ამბობს, რომ “ის რაც დღეს ხდება, ემსახურება იმას, რომ მოქალაქეებმა გაიგონ თუ რა ხდება დღეს საქართველოში”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Gs1_G-m3WWI[/embedyt]

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა მაია კალანდიამ თქვა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ გულში ესროლა ქართულ სახელმწიფოს, რომ გატეხოს, გაგვანადგუროს და მიწასთან გაგავასწოროს. მივმართავ მას-ქართველი ხალხი დაგასამარებს.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=sHHzo0KeBsY[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!