- საქართველოს პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. პაპუაშვილი პარლამენტმა აირჩია 88 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
“ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.