შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს მიკროავტობუსი გადაეცა


  • კულტურის სამინისტრომ მიკროავტობუსები თბილისისა და რეგიონების კიდევ 11 თეატრს გადასცა, მათ შორის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსები თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით გაფორმდა.

საზეიმო ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანმა თეატრთა სამხატვრო ხელმძღვანელებს წარმატებული გასტროლები და შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

ინფორმაციისთვის: 2022 წელს კულტურის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში არსებულ თეატრებს ათი ახალი მიკროავტობუსი გადასცა. სამინისტრომ ათი მიკროავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი 2022 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა და მასში კომპანია შპს „სენამოტორსმა” გაიმარჯვა, რომელთანაც 2022 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!