ყულიშკარში გზის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა


  • ყულიშკარში, წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დაიგო ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები, ასევე, მიმდინარეობს სასაფლაოსთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა.

საავტომობილო გზის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ჯიხაშკარშიც, სობოგას უბანში. იგება ასფალტის საფარი. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ყულიშკარსა და ჯიხაშკარში მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!