წარმატებისთვის მთავარია გულწრფელობა, მიზანდასახულობა და შინაგანი სიმშვიდე.
უნდა იცოდე რა გინდა, რას აკეთებ, რისთვის აკეთებ და აუცილებლად მიაღწევ მიზანს. ეს თუ არ იცი, მაშინ ბევრ რაღაცებს მიედ–მოედები და აირევი. როცა იცი რატომ ცხოვრობ, უკვე სტიმულია. მნიშვნელოვანია მაქსიმალისტი უნდა იყო, შემართება უნდა გქონდეს, არ უნდა დაიზარო, თუ რაღაც მომენტში დაგეზარება, ამის გამოც არ უნდა დაითრგუნო თავი, ზარმაცი ვარ და არაფერი გამომდისო, – არ უნდა თქვა, უბრალოდ უნდა დაუბრუნდე მიზანს და უნდა მიაწვე ბოლომდე.
ასევე ყოველი დღე უნდა შეირგო ადამიანმა, დღევანდელი დღით უნდა იყო ბედნიერი. ყოველი წუთი და წამი უნდა შეიგრძნო. იმას კი არ უნდა ელოდო, მწერვალზე როდის ახვალ, დროშა რომ ჩაარჭო და თქვა გავიმარჯვეო, პროცესი იმდენად უნდა გსიამოვნებდეს, რომ ამ კეთების პროცესშივე იყო გამარჯვებული.
წყარო