ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს! 


მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება ძნელია. კიდევ უფრო ძნელია, თუ რომელიმე მათგანს შეცდომით სასარგებლოდ მივიჩნევთ და ამგვარად ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს ვაყენებთ. გთავაზობთ რამდენიმე ყოველდღიური ჩვევის ჩამონათვალს, რომლებისგან ზიანი მეტია, ვიდრე სარგებელი.

ცემინების შეკავება
როდესაც ცემინებისას პირზე ხელს ვიფარებთ, შიდა წნევა ძლიერ მაღლდება, ირღვევა ტვინის სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს თავის ტკივილს, სისხლძარღვების დაზიანებასა და სმენის პრობლემებსაც. ამიტომ ნუ შეიკავებთ თავს და დააცემინეთ.

პლასტმასის კონტეინერებში შენახული საკვები
პლასტმასის კონტეინერების შემადგენლობაში ხშირად შედის ხელოვნური ქიმიური ნივთიერებები – ბისფენოლი და ფლატატი. ასეთ კონტეინერებში საკვების დიდი ხნით შენახვისას, ნივთიერებები შეიწოვება და ენდოკრინულ სისტემაზე ახდენს ზეგავლენას. გაცხელებისას კი ეს ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება.

კბილების გახეხვა ჭამის შემდეგ
კბილების გახეხვა ჭამის შემდეგ მხოლოდ 30 წუთში შეიძლება, უმჯობესია – 1 საათში. საქმე იმაშია, რომ საკვები და სასმელი, განსაკუთრებით, მჟავე, ზემოქმედებს ემალზე და ემალის ქვეშ ფენაზე – დენტინზე. კბილის ჯაგრისით ხეხვა კი ემალის დაზიანებას იწვევს, რასაც მაღალი მგრძნობელობა მოსდევს.

ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენება
ჩვენი კანის ზედაპირზე უამრავი სასარგებლო ბაქტერია ცხოვრობს, რომლებიც ორგანიზმის დამცავ ფუნქციას ასრულებს. ანტიბაქტერიული საპნის ხშირი გამოყენებით, ჩვენ მათ სტერილიზაციას ვახდენთ და მავნე ბაქტერიებს ვუთავისუფლებთ გზას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!