- ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყაზახეთის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე.
პირველ ვიცე-პრემიერად რომან სკლიარი დაინიშნა. ვიცე-პრემიერის პოსტი შეინარჩუნა ერალი თუგჟანოვმა. ასევე, ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი და ვაჭრობის და ინტეგრაციის მინიტრი ბაჰით სულთანოვი.
მანამდე, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალიხან სმაილოვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.
საპროტესტო აქციებისა და მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის წინა მთავრობის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი 5 იანვარს მოაწერა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. 10 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.