გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას პროკურატურაში უჩივლა. მისი განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასმართლოს გადაწყვეტილება სრულად არ აღასრულა და დღემდე არ დააბრუნა ის კუთვნილ თანამდებობაზე. “დღეს, შევიტანე მერიის წინააღმდეგ, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში, საჩივარი. ჩემი პრეტენზია ეხება იმას, რომ მერია არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას სათანადოდ და ბოლომდე… მე დავინახე დანაშაულის, ნიშნები ფაქტთან დაკავშირებით, ამიტომაც მივმართე პროკურატურას. ჩემი უფლებები არ აღდგენილა, იმით, რომ განაცდური ამინაზღაურდა, ჩემი უფლებების აღდგენა მოხდება მაშინ, როცა ჩემს თანამდებობას დავუბრუნდები”.