ქრთამის მიცემის და აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონალური ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორცილებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი „რ.ხ.“ მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ „მ.ნ.“-ს, რომელმაც „რ.ხ.“-ს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო, ერთ შემთხვევაში – ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული „რ.ხ.“ ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!