- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლი “ყილოშტყებამი“ მონაწილეობდა ბათუმში, საერთაშორისო ახალგაზრდული საქველმოქმედო ცენტრი „არტ-ფესტი-ს“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში, სადაც ანსამბლის ხელმძღვანელს გიორგი სურმავას გადაეცა მადლობის სიგელი და შოთა რუსთაველის სახელობის ჯილდო, საქართველოში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი პრაქტიკული მოღვაწეობისთვის.