ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

მისი განმარტებით, სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

“გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილია, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტის შეძენას, მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!