- მომდევნო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით უმეტესად ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – მაღალმთიან რეგიონებში მოთოვს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.