ქვა-ტახტი ადგილს შეიცვლის?


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლმა ქვა-ტახტმა შეიძლება ადგილი შეიცვალოს. ამ საკითხთან დაკავშირებით,ზუგდიდში, სამუშაო ვიზიტით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ზურაბ ცერცვაძე და სოფო ჭანიშვილი იმყოფებოდნენ. სტუმრებმა  ქვა-ტახტი დაათვალიერეს და მისი დადიანების სასახლის წინ, „სასჯელაღსრულების ცაცხვის“ ქვეშ გადატანის თაობაზე ისაუბრეს. მათ საკუთარი  მოსაზრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს კახა ფარცვანიას, საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ნუგზარ სარიას, ქალაქის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებს გააცნეს. ქვა-ტახტი XVII-XIX სს ძეგლია, რომელიც განთავსებული იყო „სასჯელაღსრულების ცაცხვის“ ქვეშ და სადაც ოდიშის მთავრები ქართული სამართლის მიხედვით მართლმსაჯულებას აღასრულებდნენ.

წყარო: https://www.facebook.com/pages/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D/320897584753171


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!