- საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით საქართველოში ქორწილების და ქელეხების გადახდა აიკრძალა.
“იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები),” – ნათქვამია მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში.
დადგენილებით იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით.