დღეს, 16 ნოემბერს, მესტიიდან, ზუგდიდში ჩამოაბრძანეს წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილები. ქალაქის მოედანთან სიწმინდეს დახვდნენ სასულიერო პირები და მრევლი. მოგვიანებით, სასულიერო პირებმა და მრევლმა წმინდა ნაწილები წააბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში.მრევლს წმიდა ნაწილების მოლოცვა ოთხი დღის განმავლობაში ექნება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=X68TRi_jUlg[/embedyt]