ქარცივაძე ინფიცირებულზე: რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს აქვს გადატანილი ეს ინფექცია და ამჟამად, ის სუსტად დადებითი პასუხი შესაძლებელია იყოს ამ ფაზისთვის დამახასიათებელი


  • რუხის კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე, ზუგდიდში გუშინ გამოვლენილ კოვიდინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით განმარტავს:

“პაციენტი, რომლის პისიარ ტესტი გუშინ დადებითი აღმოჩნდა, იმყოფება ჩვენს კლინიკაში. მისი პრეისტორია ასეთია: რამდენიმე დღის წინ იყო რუსეთის საზღვრის კვეთა. განისაზღვრა საკარანტინო ზონაში პისიარი, სადაც იყო უარყოფითი შედეგი. შემდეგ მას ჰქონდა ვიზიტი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზუგდიდში. ჩატარდა აქ ადგილზე ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ანტისხეულების და ანტიგენების სწრაფი ტესტი. ანტისხეულების პასუხები მივიღეთ დადებითი, მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. გადამოწმდა პისიარი, რომელზეც მიღებულია სუსტად დადებითი პასუხი. მე ვფიქრობ, რომ არანაირად პანიკის საფუძველი არ არის. იმიტომ, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ პაციენტის ღრმა კვლევა. ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი სისხლის ნიმუში. დღეს, საღამოს გახდება ცნობილი ანტისხეულების შესახებ უფრო ამომწურავი ინფორმაცია, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს აქვს გადატანილი ეს ინფექცია და ამჟამად, უბრალოდ აი, ის სუსტად დადებითი პასუხი შესაძლებელია იყოს ამ ფაზისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ შედეგებს.”-განუცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!