- რუხის კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე, ზუგდიდში გუშინ გამოვლენილ კოვიდინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებით განმარტავს:
“პაციენტი, რომლის პისიარ ტესტი გუშინ დადებითი აღმოჩნდა, იმყოფება ჩვენს კლინიკაში. მისი პრეისტორია ასეთია: რამდენიმე დღის წინ იყო რუსეთის საზღვრის კვეთა. განისაზღვრა საკარანტინო ზონაში პისიარი, სადაც იყო უარყოფითი შედეგი. შემდეგ მას ჰქონდა ვიზიტი ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზუგდიდში. ჩატარდა აქ ადგილზე ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ ანტისხეულების და ანტიგენების სწრაფი ტესტი. ანტისხეულების პასუხები მივიღეთ დადებითი, მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. გადამოწმდა პისიარი, რომელზეც მიღებულია სუსტად დადებითი პასუხი. მე ვფიქრობ, რომ არანაირად პანიკის საფუძველი არ არის. იმიტომ, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ პაციენტის ღრმა კვლევა. ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი სისხლის ნიმუში. დღეს, საღამოს გახდება ცნობილი ანტისხეულების შესახებ უფრო ამომწურავი ინფორმაცია, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს აქვს გადატანილი ეს ინფექცია და ამჟამად, უბრალოდ აი, ის სუსტად დადებითი პასუხი შესაძლებელია იყოს ამ ფაზისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ შედეგებს.”-განუცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს.