ქარმა ზუგდიდში დააზიანა 206 კერძო სახლის, 2 მრავალბინიანი კორპუსის, ერთი საჯარო სკოლისა და ერთი საბავშვო ბაღის სახურავი


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, დაზიანებულია 206 კერძო სახლის, 2 მრავალბინიანი კორპუსის, ერთი საჯარო სკოლისა და ერთი საბავშვო ბაღის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, 32 ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მიმდინარეობს ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟი, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა.

უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 24 -საათიან რეჟიმში ჩართულია მერიის ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები.

საგანგეო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები.

შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.

არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია ადგილზე ეცნობა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!