ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების სახურავები.

არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ადგილზე გაეცნენ.

დაზარალებულ ოჯახებს მერია პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას გაუწევს, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს კი “ენერგო- პრო ჯორჯიას”- ტექნიკური სამსახური აქტიურად ახორციელებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!