“ქართული კალიგრაფია – 2025” დასრულდა


  • კონკურსი “ქართული კალიგრაფია – 2025” დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, კონკურსის თემატიკა იყო წიგნი, მკითხველი, ლიტერატურა. კონკურსანტებმა კალიგრაფიულად გადაწერეს ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.

წელს “ქართული კალიგრაფიის” კონკურსი საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

კონკურსის გამარჯვებულებსა და ფინალისტებს ფულადი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა პირველი ქართული საერთაშორისო კალიგრაფიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ქალბატონმა ლანა ლაცუზბაიამ.

ინფორმაციისთვის: კონკურსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტის ერთობლივი პროექტია.

პროექტის მხარდამჭერია პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემია საზღვრებს მიღმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!