“ქართული კალიგრაფია 2024“


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში, გაიმართა ღონისძიება “ქართული კალიგრაფია – 2024“.

ღონისძიება ჩატარდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით საგანმანათლებლო ცენტრის „მამული, ენა, სარწმუნოება“-ს მიერ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯის პროფესურა, ზუგდიდისა და წალენჯიხის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორები, ფაზისის აკადემიის წევრები და მოწვეული სტუმრები კულტურის და განათლების სამინისტროდან.

„ქართული კალიგრაფია – 2024“ ღონისძიების ფარგლებში, 23 იანვრიდან 14 აპრილამდე ზუგდიდისა და წალენჯიხის ეპარქიის მასშტაბით გაიმართება ქართული კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ნებისმიერ მსურველებს. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან დედაენის დღეს, 14 აპრილის საზეიმო ღონისძიებაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!