- კონკურსი „ქართული კალიგრაფია – 2022“ დასრულდა. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
2022 წელს კონკურსი – ქართული კალიგრაფია მიეძღვნა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. კონკურსანტების მიერ განსხვავებული ხელწერით გადაწერილი ქართველი და უკრაინელი ავტორების ტექსტები მხატვრული გაფორმებითაც გამოირჩა. კონკურსის 90-ზე მეტი მონაწილიდან ფინალისტი გახდა 21.
გამარჯვებულები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროექტი განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით.