ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ხორციელდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი-კონკურსი “ქართული კალიგრაფია 2019”. ცენტრალური ბიბლიოთეკის განყოფილების უფროსმა და კონკურსის ორგანიზატორმა ირმა კვირკვიამ გვითხრა, რომ დღეს ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს “დიდების ტური”. “ეს არის მეორე საშუალო ასაკობრივი ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან მეცხრე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებს დაევალათ ხელნაწერის გადაწერა. დავალება ეპისტოლარული ხელმაწერი მასალაა. ეს გახლავთ იაკობ გოგებაშვილის წერილი იოანა მეონარგიასადმი, რომელიც მოგვაწოდეს დადიანების სასახლედან. კონკურსი არის სამ ასაკობრივ ჯგუფში, პატარა, საშუალო და დიდების ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან გამოვლინდებიან პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. ასევე, გამოვლინდება ჟიურის რჩეული სხვადასხვა ნომინაციაში.”
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 15 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში. გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
ანა ჯალაღონია