“ქართული-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობა ზუგდიდში”


  • დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, გაიმართა გამოფენა „ქართული-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობა ზუგდიდში“, რომელიც ასოციაციის „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ინიციატივით მოეწყო.

ღონისძიების მიზანი იყო ქართულ-აფხაზური კულტურის, როგორც საქართველოს განუყოფელი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ექსპონატები მუზეუმის ფონდებიდან, მათ შორის:

XI-X საუკუნეების კოლხური ცული, აღმოჩენილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ თაგილონში.

დიმიტრი და გიორგი შერვაშიძეების ხელნაწერები.

აფხაზური მუსიკალური საკრავი – აფხიარცა.

უნიკალური ფოტომასალა, მათ შორის სოხუმის ხედები, გადაღებული პირველი ფერადი ფოტოების ავტორის, სერგეი პროკუდინ-გორსკის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის აფხაზეთის სკოლის მოსწავლეები (აფხაზეთის #1, #11, #12, #14, #15) და ზუგდიდის მუსიკალური სკოლის აღსაზრდელები, რომლებმაც სტუმრებს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინეს.

გამოფენა აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს ქვეპროგრამის „კულტურული ინიციატივები“ ფარგლებში დაფინანსდა. ღონისძიებას ესწრებოდა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!