დღეს, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს შვებულებიდან დაბრუნებული თავმჯდომარე მერაბ ქვარაია თანამდებობიდან გადადგა. მან დატოვა როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, ასევე საკრებულოს წევრობა. ქვარაია “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.მან, თავის გამოსვლაში, მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის ქალაქის საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ქვარაიას შვებულებაში ყოფნისას, ასრულებდა გიორგი თოდუა. დღეიდან ის კვლავ აგრძელებს ამ მოვალეობის შესრულებას სექტემბრამდე, რადგან გიორგი თოდუა მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “რესპუბლიკელთა” პარტიიდან.
რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, მას სექტემბერშივე აირჩევენ საკრებულოს წევრთა შემადგენლობიდან.