სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 24 მაისს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება, 23:00 საათიდან კი მთლიანად ჩაიკეტება, გამსახურდიას გამზირი და თავისუფლების მოედანი. რის შემდეგაც ტერიტორიაზე კონსტრუქციების და პავილიონების სამონტაჟო სამუშაოები დაიწყება. გამსახურდიას გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება 25 და 26 მაისსაც. ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკურებულად აღინიშნება. ღონისძიებები იმართება თავისუფლების მოედანსა და ცენტრალური ბულვარის ორივე მხარეს