27 სექტემბერს 07:00 საათიდან 12:00 საათამდე და 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, დაიწყება აზიურის ფაროსანას შეწამვლა თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს:გამოიჩინოთ ყურადღება და არსებობის შემთხვევაში მოახდინოთ წყლის ჭების დროებით გადახურვა! წამლობის პროცესში 15-20 წუთის განმავლობაში მოერიდოთ თერმულ ნისლს და დახუროთ შენობების კარ-ფანჯრები! ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის! შეწამვლითი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 30 სექტემბერს დასრულდება.