ქალაქის საკრებულოს12-მა წევრმა მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივას ქალაქისა და თემის გაერთიანებაზე. 

აღნიშნული გადაწყვეტილება 12 ხმით სამი წინააღმდეგ მოწონებულ იქნა.  სამთავრობო კომისიის გადაწყვეტიებას მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „რესპუბლიკელებმა“. საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარებდა. სხდომაზე იმყოფებოდნენ არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომელთაც პლაკატები ქონდათ გაშლილი შემდეგი წარწერით: „მოქალაქის ძალა თვითმმართველობაშია“, „მეტი დეცენტრალიზაცია“, „ზუგდიდი ჩემი ქალაქია“.  შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლები და მოქალაქეები. საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ  ორჯერ დატოვა დარბაზი და სცადა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება, მაგრამ სხდომა დახურულად გამოაცხადა.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ამბობდა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მობილიზირებული იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარესა და წითლიძეს შორის.

მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ისინი ხმაურითა და შეძახილებით ოპონირებდნენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Lc2hLzIdvIw[/embedyt]

სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეს ნატალია შეროზიას  კომენტარი არ გაუკეთებია ჟურნალისტებთან. კომენტარი გააკეთა მისმა მოადგილემ თაზო ფაცაციამ. მისი თქმით, სხდომა ნორმალურად მიმდინარეობდა, შეკითხვის დასმის დროს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და შეუძლებელი აღმოჩნდა სხდომის წარმართვა. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად აისახება ოქმში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SrgITdcO7oA[/embedyt]

სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებსა და დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

მოქალაქე მარიკა თოდუამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელ სხდომაზე მას კითხვის დასვის უფლება არ მიეცა. მისი თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ ერთმა ადამიანმა დასვა შეკითვა, რომელიც იყო “ქართული ოცნების” აქტივისტი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=3JslEguxA3M[/embedyt]

მიღებულ გადაწყვეტილებას “სამარცხვინოს” უწოდებს “ევროპული საქართველოს” წევრი ბათლომე შელია. მისი განმარტებით, საკრებულოს ვერცერთმა წევრმა ვერ დაიცვა ქალაქის ღირსება. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაავალა საკრებულოს წევრებს ხელი აეწიათ და წევრებმა “მორჩილად” ასწიეს ხელი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lDiEq3CNyKM[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!