ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს ცენტრალური ბულვარისა და ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციის პროექტები. სამუშაოებისთვის თანხები გამოიყოფა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2uFXyRmD_ZA[/embedyt]საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, „ მოვიწონეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები ქალაქისთვის. ქალაქის ცენტრალური ბულვარის სრული რეკონსტრუქცია, რისთვისაც, გამოიყოფა დაახლოებით 450 000 ლარი. 1900 ლარი ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის’’.