ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ახალი წევრის, თაზო ფაცაციას უფლებამოსილება სცნო. „მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მათ მიერ ჩემთვის გამოხატული ნდობისთვის.
ეს არის დროებითი ნდობის მანდატი, რომელსაც მაქსიმალურად გამოვიყენებ თითოეული ადამიანის პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც კონკრეტულად ცხოვრობს პრესოვკა-მახარაძის უბანში.’’-აღნიშინა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=fhqxTsxczi8[/embedyt]
კოლეგები მას ტაშით შეხვდენ და წარმატებები უსურვეს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა ანა წითლიძემ კოლეგას უსურვა უკეთესი მაჟორიტარობა, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. ” მე მივულოცე საკრებულოს ახალ წევრს თაზო ფაცაციას უფლებამოსილების ცნობა, ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია ჩატარდა ისე, რომ მასში ჩართულები იყვნენ ძირითადად კრიმინალები დათო შენგელიას მონაწილეობით, მე მას ვუსურვებ რომ არ ყოფილიყოს ისეთი მაჟორიტარი დეპუტატი, როგორიც იყო მისი წინამორბედი, ბატონი მერაბ ქვარაია, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ მას თავისი ამომრჩევლის 95% არ იცნობდა და არცერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც გასცა თავის უბანში, შესრულებული არ არის’’. -აღნიშნა წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=nyO8u8PIU80[/embedyt]