მერის განცხადება “კასრების კადრებზე”


“ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი მერია და მე, ქალაქის მერი ამ ჩვენების ორგანიზატორები არ ვყოფილვართ”,-დღეს გავრცელდა ქალაქ ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას საგანგებო განცხადება ე.წ. ,,კასრების კადრების” ზუგდიდში ჩვენებასთნ დაკავშირებით. გთვაზობთ ამ განცხადებას: “ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გამართულ ჩვენებასთან დაკავშირებით ცალსახად ვაცხადებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, კერძოდ კი მერია და მე, ქალაქის მერი ამ ჩვენების ორგანიზატორები არ ვყოფილვართ.
ვფიქრობთ, რომ ეს დეზინფორმაცია მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მიმართულია ჩვენი დისკრედიტაციისკენ. ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია (,,საზოგადოებრივი აზრის დარბაზი“ ) გახლდათ. რაც შეეხება ჩემი იქ ყოფნის მიზეზსა და მიზანს- ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რის თავიდან ასაცილებლად ჩავთვალე საჭიროდ ადგილზე მივსულიყავი და აგვერიდებინა ეს დაპირისპირება, რაც საბედნიეროდ, მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ქალაქ ზუგდიდში ე.წ. ,,კასრების კადრების“ საჯარო ჩვენების ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია არ ყოფილა.”

18 სექტემბერს, ზუგდიდში, „საზოგადოებრივი დარბაზის“ ორგანიზებით ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯაროდ ჩვენება მოეწყო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.  დიდ ეკრანზე კადრის რამდენჯერმე ჩვენების ფაქტს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც დაესწრო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!