ფრაქცია ენმ-ს სამი წლის ანგარიში საზოგადოებას


დღეს, ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას საკუთარი საქმიანობის სამი წლის ანგარიში წარუდგინა. შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა ფრაქციის წევრმა ლევან კონჯარიამ: „ფრაქციაში ვიყავით სამნი, დღეს ვართ ორნი, გავიდა ჩვენგან ფრაქციის ერთ-ერთი წევრი „ევროპულ საქართველოში“, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“და ფრაქციას არაფერი დაკლებია.ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. წინ არის არჩევნები და გამარჯვების იმედი გვაქვს.“ „ენმ“ მიერ ინიცირებულ საკითხებზე საკრებულოში ისაუბრა დეპუტატმა ანა წითლიძემ. მისი ინფორმაციით ფრაქციას ჰქონდა 580 შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, 170 -ზე მეტი საკითხი და შუამდგომლობა იქნა დაყენებული ქალაქის საკრებულოში, მერიაში, დევნილთა სამმართველოში და სოციალურ სააგენტოში. ფრაქციას 350 ინდივიდუალური შეხვედრა ჰქონდა კარდაკარის პრინციპით, ასევე ღია კარის დღეები, სადაც 60 მოქალაქის საკითხი იქნა მოსმენილი და შემდეგ ინიცირებული საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფრაქციას აქტიური კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან. მან ისაუბრა კომუნიკაციის ერთ-ერთი ინოვაციურ სერვისზე, ფრაქციის ცხელი ხაზზე, რომელიც დეპუტატის პირად ტელეფონშია მიბმული. ენმ-ს ასევ ჰქონდა შუამდგომლობები არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.  „ენმ“ გამართა 100მდე ბრიფინგი და პრეს-კოფერენცია. ანა წითლიძემ ისაუბრა, ტენდერების, მერიის და ააიპ-ების საქმიანობის მონიტორინგზე, ასევე მოხალისეობრივ ჯგუფზე, რომლებსაც ფრაქციაში მოაქვთ განსახილველად აქტუალური პრობლემები. შეხვედრაზე მან ასევე ისაუბრა, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად მოგვარებულ საკითხებზე. ჟუნალისტებთან საუბარში წითლიძემ აღნიშნა, რომ „ენმ“ გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით ქალაქის საკრებულოში. „ჩვენ ვცდილობდით, რომ ვყოფილიყავით მაქსიმალურად სწრაფად რეაგირებადები და მაქსიმალური კონტროლი განგვეხორციელებინა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებზე, რომლებსაც ევალებოდათ ყველა ამ პრობლემის მოგვარება“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rKKwdoaFxts[/embedyt]

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით განხორციელდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!