ფოტო დიდი ბიოგრაფიით


პირობითად, ჩვენ, ამ ფოტოს, “მასწავლებელი და მოსწავლე” შევარქვით.

ფოტოს, რომელიც გაზეთ “მებრძოლის” არქივიდანაა, აქვს წარწერა: ”საკავშირო კონკურსში გამარჯვებული ფოტო. ავტორი ვლადიმერ ტუტოვი. მოსკოვი.” მასზე ასახული არიან დამსახურებული მასწავლებელი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქე ნელი ფარცვანია და აწგარდაცვლი, ზუგდიდელი, თავის დროზე, ქალბატონ ნელის მოსწავლე მეორე საშუალო სკოლაში ბესიკ ანთელავა.

ქალბატონი ნელი ასე განმარტავს: “მცდელობა – ბესოს, 16 წლის გოლიათის, ყურს თუ მისწვდებოდა ტანმორჩილი ნელი მასწავლებელი, რომელსაც თვალს ადევნებდა მოსკოველი ფოტოკორესპონდენტი სკოლაში. სტუმრადმყოფი ვლადიმირ ტუტოვი, რომელიც საკავშირო სპორტული ჟურნალისთვის “Спортивные игры”იღებდა ფოტომასალებს. იმ წელს სკოლა გამარჯვებული იყო საკავშირო კონკურსში ფიზკულტურულ სპორტული მუშაობის მაღალ დონეზე დაყენებისათვის და საკავშირო მინისტრთა საბჭომ, საქართველოს 5 სკოლა დააჯილდოვა გარდამავალი დროშით და 1000 რუბლით… ტუტოვს, ეს ფოტო, სხვა სპორტულ ფოტოებთან ერთად, გამოუფენია ქ.სოჭში, საკავშირო საკონკურსო ფოტოგამოფენაზე “ბრუმელის ნახტომთან”, რომელმაც პირველი ადგილი, ხოლო ჩემმა ბესოს ყურებამდე მიწვდომამ, ბრინჯაოს მედალი მოუპოვა. ამ კონკურსის შედეგებზე სრულიად შემთხვევით გავიგეთ სოჭის საქალაქო გაზეთის “Сочинская здравница”-ს მეშვეობით, იმ პერიოდში, სოჭში ყოფნისას. ასე, რომ ჩვენმა იუმორისტულმა ფოტომ 5000 რუბლი მოუტანა პაპარაცს. მაშინ კაი ფული იყო, მერეც ბევრჯერ იყო ზუგდიდში და ფოტომასალები გამოაქვეყნა საკავშირო სპორტულ ჟურნალ-გაზეთებში ცხენოსნობაზე, ტანვარჯიშზე, ველოსპორტზე,”

ფოტო გადაღებულია გასულ საუკუნეში.

კომენტარები ფოტოზე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისიგვერდზე: https://www.facebook.com/photo?fbid=718836933604892&set=a.458833026271952


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!