ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა #3 ქაფათის სასაფლაოზე, გადაიღო ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორი მოუწესრიგებელია სასაფლაომდე მისასვლელი გზები, გაუტანელია ნაგავი, ეკალ-ბარდითა და გვიმრებითაა დაფარული სავალი გზები. სასაფლაოს ტერიტორია ის ადგილია, სადაც მიცვალებულსაც და ჭირისუფალსაც სჭირდება ზრუნვა და ყურადღება იმ ადამიანებისაგან, ვისაც ეს ევალებათ.