ფლეშმობი-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე


  • დღეს, ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში “ზუგდიდი მოლი” შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში, გაიმართა ფლეშმობი, რომლის მიზანი იყო შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ფლეშმობში მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია “ათინათის” ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა.

ფლეშმობი, ორგანიზებული იყო საზოგადოება ბილიკისა და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივი პროექტის “დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტრიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2” ფარგლებში.

ფლეშმობი საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყო და გაიმართა პროექტის “შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “საზოგადოება ბილიკი” და სლავაკური ორგანიზაცია TENENET-ი SLOVAK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში, სლოვაკური გამოცდილების გაზიარების მიზნით. ჩატარდა პროფესიული დისკუსიები, რომლის დროსაც იმსჯელეს შშმ პირთა დასაქმების მხრივ არსებულ გამოწვევებსა და წარმატებებზე, პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი შშმ პირთა მუნიციპალური საბჭოების საქმიანობაზე, ადგილობრივი მედიის როლზე შშმ პირთა საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხებში და კერძო ბიზნესის მიერ შშმ პირთა დასაქმების გაუმჯობესების შესაძლებლოებზე.

პროექტი ხორციელდება ზუგდიდის, ხაშურის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!