ფიქსირდება მოქალაქეების მიერ ბოტანიკური ბაღისთვის მყენებული ზიანი


  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კვლავ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. 

“ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს, სხვისი ქონების დაზიანებას. ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე. ასევე შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი. განსაკუთრებით დილის და საღამო პერიოდებში, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან/და დაზიანების ფაქტები.

მოვუწოდებთ საზოგადოებას თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქინების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას,-ნთქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნა და წლის ბოლომდე, ნებისმიერ სტუმარს მისი დათვალიერება უფასოდ შეეძლება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!