ამბავი დასაფიქრებლად


ჯერ სულ პატარაა, მაგრამ… ეტყობა, უკვე შეეჭიდა ცხოვრების სირთულეებს.
შემართებით და ენერგიულად ასრულებს სამუშაოს.
გვერდზე ქალბატონი მიჰყვება, რომელმაც რამდენიმე თეთრი უნდა გადაუხადოს  ტვირთის გადატანაში.
გზად ბაასობენ:
ქალი: -რატომ მუშაობ, არ სწავლობ?
ბიჭი: -ეჰ, რად მინდა სწავლა. ჯარში წავალ და რაც საჭიროა მანდ ვისწავლი. თუმცა ხანდახან კი დავდივარ სკოლაში.
ქალი: -ჯარში? ჯერ ხომ  ძალიან ადრეა 
შენთვის?

ბიჭი: -მერე რა, მანამდე აქ ვიმუშავებ,  როცა 18-ის გავხდები წამიყვანენ.
ქალი: -დიდი ხანია აქ მუშაობ?
ბიჭი: -უკვე 10 დღეა. მე და ჩემი ძმა ვეჯიბრებით ერთმამეთს, ვინ უფრო მეტ ფულს იშოვის…
გზად ხალხს ესალმება, უფროსებს დიდის მოწიწებით უძღვნის სალამს.
ქალი: -ეს ვინ არის, ვის მიესალმე?
ბიჭი: -ეს ფულს მიხურდავებს ხოლმე. შენ საიდან ხარ?
ქალი: -მე… მაღაზიაზე რომ გეუბნებოდი ხომ გახსოვს…
ბიჭი: -გამყიდველი ხარ?
არ აცდის კითხვაზე პასუხის გაცემას.
ბიჭი: -ხედავ, რამდენი ახალი “მეკაჭკეა”?
ქალი: -ბევრნი არიან?
ბიჭი: -კი, დღითიდღე მატულობენ, ეს მოხუციც ახალია…
პ.ს. დილის 10:37 … ბაზრიდან ამოსვლისას ვნახე ეს ბიჭუნა, ახლოს მისვლა ვერ გავბედე.
არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო.

ლიკა ჭანტურია,

მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის პირველი კურსის სტუდენტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!