Reuter-ის ინფორმაციით, კომპანია Facebook-ის თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობას 2021 წლის ივლისამდე შეძლებენ.
“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ თანამშრომლებს მათი სურვილის მიხედვით ნებას ვრთავთ, 2021 წლის ივლისამდე სახლებიდან იმუშაონ. ამასთან, თანამშრომლებს დამატებით 1 000 აშშ დოლარს გადავუხდით, რათა საჭირო ნივთები შეიძინონ”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.