ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ერთად, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო.

უწყების ცნობით, ზუგდიდის მერია ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს ერთჯერადად ფულად დახმარებას გადასცემს.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!