ფარცვანიას საწინააღმდეგო აქცია ბიბლიოთეკასთან


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ზუგდიდელმა სამოქალაქო აქტივისტებმა, გააპროტესტეს, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ზაზა ფარცვანიას ფეისბუქპოსტი, სადაც მან აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
  • ზუგდიდარი სამოქალაქო აქტივისტემქ პროტესტი გუმოხანტეს

სამოქალაქო აქტივისტები ზაზა ფარცვანიას სამსახურის შესასვლელთან სასტვენებით დახვდნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატი წარწერით: “ზაზა ფარცვანია ზუგდიდის სირცხვილია”.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მიშიკო ზალიკაშვილმა განაცხადა: “ემზარ კვიციანის საქციელით არავინ არის კმაყოფილი. მან ძალიან ცუდი რამ გააკეთა, ბავშვებს მიყენა შეურაცხყოფა. ახალგაზრდა აქტივისტებს შეაფურთხა, შეაგინა, ხელიც გაარტყა. ზაზა ფარცვანია, რომელიც აქ ზის და ამ ყველაფერს “აპრავებს” და კომენტარს წერს ესენი “დედლები” არიანო და “დასაჩინჩლი” არიანო, ამას ვაპროტესტებთ. თავიდან ბოლომდე, ამათი საქციელი სირცხვილია. მთელი “საქოცეთი” არის სირცხვილი. “ქოცობა” სირცხვილია. ყოველთვის, ყოველ დღე, გავაპროტესტებთ უკანონობას, უსამართლობას ახალგაზრდების და მთელი ერის მიმართ”.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური  ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, ზაზა ფარცვანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!