უწყვეტი პროტესტის 46-ე დღე ზუგდიდში


  • დღეს, 12 იანვარს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი, არჩევნები.

აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს გაზეთ ,,ბათუმელებს”.

ინფორმაციისთვის: ზუგდიდშიც, როგორც საქართველოს სხვა, რამდენიმე ქალაქში გამართული აქციების მონაწილეები, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven + twenty =

Akismet ანტისპამი