- დღეს, 8 იანვარს, მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ისევ შეიკრიბდნენ ახალი არჩევნებისა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.
დღევანდელ აქციაზე, პარტია “დროას” წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა ე.წ. ბალაკლავას ტარების გამო მეოთხედ დააჯარიმეს, აქციის კიდევ ერთი მონაწილე კერენ ესებუა კი მეორედ.
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, 11 იანვარს, შაბათს, 14:00-სთ-ზე, დაგეგმილია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტუმრობა ზუგდიდში.
ინფორმაციისთვის: ზუგდიდშიც, როგორც საქართველოს სხვა, რამდენიმე ქალაქში გამართული აქციების მონაწილეები, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას და ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნას.