უცნაური ტრადიციები მსოფლიოში


• ამერიკის შეერთებულ შტატებში არასასიამოვნოა რესტორანში მანდილოსნის ნაცვლად გადახდა. ითვლება, რომ ამით მამაკაცი თავის ფინანსურ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

• ფინეთში არ არის მიღებული ქათინაურის საჯაროდ თქმა. ითვლება, რომ საჯარო ქათინაური არ არის გულწრფელი
• საბერძნეთში არ არის რეკომენდირებული სტუმრად ლარნაკის ან სურათის ქება, რადგან დიასახლისი იძულებული გახდება გაჩუქოთ იგი
• ნორვეგიაში არ არის მიღებული ტრანსპორტში ადგილი დაუთმო მოხუცებს. ითვლება, რომ ამით ხაზს გაუსვამ საკუთარ ფიზიკურ უპირატესობას
• ჩინეთში მიღებულია საჭმლის ხმაურიანად ჭამა, სხვაგვარად მასპინძელს შეუძლია საკუთარი ნახელავი უგემურად ჩათვალოს. უხმაუროდ ჭამა – აბრაზებს არამხოლოდ მასპინძელს, არამედ პოვარსაც. თუ ჭამის შემდეგ თქვენი თევში სოუსებითაა მოსვრილი – ნიშნავს, რომ საჭმელი გემრიელი იყო და მადიანად ჭამეთ
• ჩინეთში არ არის სასურველი აჩუქოთ ყვავილები დიასახლისს. ეს უკანასკნელი ჩათვლის, რომ მისი სახლი იმდენად უშნოდ მიიჩნიეთ, რომ მოსართავები მიუტანეთ
• ზოგიერთ ქვეყანაში არ არის მიღებული ჭურჭლის რეცხვა სხვის სახლში, რადგან ითვლება, რომ ბედნიერებას ჩამორეცხავთ. შეგიძლიათ მასპინძელთან ერთად გაერთოთ და სახლის დასუფთავებაში დაეხმაროთ, მაგრამ ჭურჭელს მაინც ნუ გაეკარებით

• თუ სამხრეთ კორეაში სტუმრად მოხვდით, არავითარ შემთხვევაში არ შეიკავოთ ცრემლები და ნერწყვი (კორეული ცხარე საჭმლის გამო), თორემ ჩათვლიან, რომ ძალიან არათავაზიანი ადამიანი ხართ, რომელმაც სტუმართმასპინძლობა შეურაცხყო. კორეაში პოვარისა და დიასახლისისათვის საუკეთესო კომპლიმენტი, სწორედ სტუმრის ცრემლი და ნერწყვია
• იაპონიასა და ნორვეგიაში არ არის მიღებული კენტი რაოდენობის ყვავილების ჩუქება. ითვლება, რომ უწყვილო ყვავილი მარტოხელაა. კენტი რაოდენობის ყვავილები მიაქვთ საფლავსა და დაკრძალვაზე
• ინდოეთში ოჯახურ წრეში „მადლობას“ არ ამბობენ. ითვლება, რომ ოჯახის წევრები არ არიან ვალდებული ერთმანეთს მადლობა გადაუხადონ.
• ნუ აჩუქებთ ჩინელს ცოცხალ ყვავილს, ითვლება, რომ ცოცხალი ყვავილები სიკვდილის სიმბოლოა – „ისინი ხომ ადრე კვდებიან“. ხოლო ხელოვნური – რამდენიც გინდა აჩუქეთ. „ისინი მუდმივია”
• შუა აზიაში სტუმრები ჩაის მცირე პორციებით სვამენ და არასოდეს ცლიან ფინჯანს ბოლომდე. ითვლება, რომ თუ მთლიანად დალევ, უნდა წახვიდე. ესეიგი, დალიე და წადი. თუკი ფინჯანში 1/3 ჩაი ასხია, საუბარი დიდხანს შეიძლება. ამას ეწოდება “პატივისცემა” და “უპატივცემულობა”. პირველ შემთხვევაში მასპინძელი თვალყურს ადევნებს ჭიქაში ჩაის რაოდენობას და მუდმივად უმატებს ჩაის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!