უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში წარმოდგენილია გამოფენა – “აფხაზეთი საქართველოა”


  • უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზში წარმოდგენილია დროებითი გამოფენა – ,”აფხაზეთი საქართველოა”, რომელიც სრულდება ხვალ, 17 დეკემბერს.

გამოფენის დათვალიერება ნებისმიერი ვიზიტორისთვის იქნება უფასო.

გამოფენა ემსახურება, მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური არტეფაქტების წარმოდგენით, ქართულ-აფხაზური კულტურის, როგორც განუყოფელი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას.

“მობრძანებულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ თაგილონში აღმოჩენილი ჩვ. წ. XI-X საუკუნეებით დათარიღებული კოლხური ცული, სპილენძის ყალიბთან ერთად. წარწერიანი ქვა ჯეგეთის ეკლესიიდან, (ასომთავრული ანბანური დამწერლობით შესრულებული), რომელიც თარიღდება XVII საუკუნით, ლევან II დადიანისა და აფხაზეთის კათოლიკოსის, მალაქია გურიელის მოღვაწეობის პერიოდში. დიმიტრი და გიორგი შერვაშიძეების ხელნაწერები, აფხაზური მუსიკალური საკრავი – აფხიარცა და უნიკალური ფოტომასალა, სოხუმის ხედები, რომელიც ეკუთვნის პირველი ფერადი ფოტოების ავტორს – სერგეი პროკუდინ-გორსკის.

მობრძანებულ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ, სიმბოლურად, ბარათებზე დაწერონ სამშვიდობო გზავნილები აფხაზებისთვის თუ აფხაზეთისთვის და იმიტირებულ „მშვიდობის ხეზე“ განათავსონ.”-აღნიშნულია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!