ერთი უფასო სასადილო არასაკმარისია?


დღეს, საკრებულოს სხდომაზე, როცა განიხილებოდა საკითხი ,,სახელმწიფო შესყიდვის წლიური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა 2012 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ სოციალურად დაუცველ ადამიანთა რაოდენობა: „თუ გაზრდილია ეს მაჩვენებელი, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება უკან მიდის, თუ შემცირებულია, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება წინ მიდის. კარგი იქნება, მომავალში ამ ციფრებში თუ ჩავიხედავთ. თუ რაციონი გაიზარდა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ თუ ადამიანების რაოდენობა გაიზარდა, ცუდია“. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განცხადებით, თუ გაიზარდა ამ კატეგორიის ადამიანთა რაოდენობა 50 ან 100-ით, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად საქართველოში გვაქვს მსგავსი მოცემულობა.

 „სოციალურად დაუცველი თუ არის 1000, უფასო სასადილოს მომსახურებით  200 სარგებლობს. დანარჩენებიც არიან დაუცველები, მაგრამ აქვთ რამდენიმე ქულით მეტი. თუ გვექნება ჩვენ იმის საშუალება ფინანსურად, ვინც ვერ მოხვდა, ის ხალხიც დავამატოთ და ვიფიქროთ იმაზე, ხომ არ დავაფუძნოთ მეორე სახლი, რომელიც კიდევ დამატებით რამდენიმე ასეულ ადამიანს მოემსახურება“, – განაცხადა გიორგი თოდუამ. მომხსენებელ კახაბერ ფარცვანიას თქმით, ეს საკითხი კომპლექსური მიდგომით უნდა შეისწავლონ, სტატისტიკის შესახებ მონაცემებს კი, მათ მერიის სოციალური სამსახური მოაწვდის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!