ზუგდიდის მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა, საპროტესტო აქცია გამართეს.
ბენეფიციარების ინფორმაციით, ტენდერში გაიმარჯვა სამტრედიაში მოქმედმა კომპანიამ, რომელიც ადრე, უფასო სასადილოს ემსახურებოდა და მათი მომსახურბით უკმაყოფილო იყვნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, მიმდინარე წელს ,უფასო სასადილოს მომსახურების ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმის “თემურ ქვარცხავას” მომავალ წელსაც დარჩენას. მათი თქმით, ისინი დღეს ხარისხიან და ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევენ და ეს ყველაფერი თემურ ქვარცხავას და მისი მეუღლის, მზარეულ მანანა ლომაიას დამსახურებაა. “როცა ისინი (სამტრედიელები. რედ.) აქ იმყოფებოდნენ, გვაჭმევდნენ თაგვის ნაჭამ პურს, მატლიან ლობიოს. დღეს სასადილოში კარგი მდგომარეობაა. ყველაფერი ხარისხიანია. მათ მომზადებულ საჭმელს თვალდახუჭულად ვჭამთ. ადრე, ვინც აქ იყო, გვეუბნებოდა, თუ გინდათ ჭამეთ, თუ არ გინდათ, წადით სახლშიო”.-გვითხრა უფასო სასადილოს ბენეფიციარმა ნინო ჯაკონიამ.
უფასო სასადილოს ბენეფიციარები ამბობენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქ არ შემოუშვებენ. თუ საჭირო გახდა გზასაც გადავკეტავთო.
დღევანდელ აქციაზე მივიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე. ის ბენეფიციარებს გაესაუბრა, დაპირდა საქმის ვითარების გარკვევას, მაგრამ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ადგილზე არ იმყოფებოდა ინდმეწარმე თემურ ქვარცხავა. არც მისმა მეუღლემ, მანანა ლომაიამ, რომელიც მზარეულად მუშაობს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ზუგდიდის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტენდერშ,ი ჯერ-ჯერობით, გამარჯვებული კომპანია არ გამოვლენილა და ამ დრომდე შერჩევა მიმდინარეობს.
ამჟამად, უფასო სასადილოში 247 ბენეფიციარი ირიცხება. სასადილო 11.00-საათიდან 14.00- საათამდე მუშაობს.