ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 17 სექტემბრიდან, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები,
საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. აღნიშნულ მომსახურებაზე კი 20 000 ლარი დაიხარჯება.
უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ხორციელდება.