ზუგდიდში, დღეს, უნიკალური კლასიკური ავტომანქანები “peaks of the caucasus”, ფარგლებში პირველად გამოფინეს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვია 9 ქვეყნის წარმომადგენელი სამოცამდე მონაწილე, რომლებიც 14 ოქტომბრამდე თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.
ავტომობილების ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი მანქანა – Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი – Jaguar Mark V Dropead Coupe – 1951 წელს. რალში მონაწილეობას ღებულობს ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე. ის თავისი ავტომობილით 1923 წლის გამოშვებული”ბენტლით” იყო. მისი ინფორმაციით, რალში მონაწილეობას ღებულობს 60 ბიზნესმენი სხვადასხვა ქვეყნიდან. “საქართველოში პირველად ხდება მსგავსი რბოლის ჩატარება. მოვიარეთ სამცხე-ჯახავახეთი, იმერთი, რაჭა. ჩამოვედით სვანეთიდან. სამეგრელოში ვიქნებით ორი დღე. შემდეგ წავალთ კახეთში, ყაზბეგში და დავით გარეჯში.”
“peaks of the caucasus” იდეა ბარტ კლაინს ეკუთვნის. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმიანობას 15 წელია ეწევიან და წელს პირველად იმყოფებიან საქართველოში.
რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში დასრულდება, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.