უმელთვალყურეოდ მიტოვებული მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონე 100 ლარით დაჯარიმდა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმიური ინსპექტირებისას ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, მცხეთის ქუჩაძე მდებარე პარკში უმელთვალყურეოდ მიტოვებული მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონე გამოავლინეს, რომელიც 148-ე მუხლის მეოთხე ნაწილის, შესაბამისად 100 ლარით დაჯარიმდა.

“ჩვენი სამსახურის მიერ მოსახლეობის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ქალაქის ტერიტორიაზე მაინც აქვს ადგილი მეპატრონის მხრიდან წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ მიტოვებას. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მათ მიმართ კვლავაც განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.”-აღნიშნულია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!